არჩევნები
გიორგი გახარია - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც გლობალურია [R]
„ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის - კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში შრომობენ, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს რა თქმა, უნდა ასევე გააგრძელებს მათთან გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებით - ეს არის სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქცია სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანია ღირსეული სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.