არჩევნები
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე [R]
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური შრომით აძლიერებენ რეგიონს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს კიდევ უფრო მეტად ალამაზებენ, რომლის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში. სწორედ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და განსხვავებული ადამიანების ერთობა, მათი საქართველოს სამსახურში ყოფნაა ის, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაკუთრებული გახადა.

ჩვენი გუნდისთვის, “ქართული ოცნებისთვის” რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით, რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენა.

დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი გამოწევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული.

კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა როგორც მოქალაქეების, ისე მთავრობის გეგმები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ.

სიმშვიდე, სტაბილურობა და საქართველოს წარმატებაა. ჩვენი ყველას ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად წარმატებული საქართველოს მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ და ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის !
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.