კარდენახში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი უბანზე დააბრუნეს
სოფელ კარდენახის #31 საარჩევნო უბნიდან გაძევებული "ევროპული
საქართველოს" წარმომადგენელი გურამ ხატიაშვილი უბანზე დააბრუნეს.
როგორც მან გვითხრა, რეგისტრატორები ბიულეტენებს ისე ახევდნენ, რომ 2
იანი ყუაზე რჩებოდა. ამაზე მან კომისიას მიუთითა, რის შემდეგაც უბანი
დაატოვებინეს.
#12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით,
ბიულეტენი ნამდვილად არასწორად იყო მოხეული, რაზეც ხატიაშვილმა
კომისიას საფუძლვლიანი შენიშვნა მისცა.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი საოლქო კომისიის
გადაწყვეტილებით უბანზე დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები