ველისციხის მე-14 საარჩევნო უბნიდან ენმ-ს დამკვირვებელი გააძევეს
სოფელ ველისციხის #14 საარჩევნო უბნიდან "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" დამკვირვებელი ლალი ჯვარისაშვილი გამოაძევეს. როგორც მან
სპექტრი.გე -სთან საუბარში განაცხადა, კომისიის წევრებს შენიშვნა
კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე მისცა.
"ამომრჩეველმა ღიად გამოიტანა ბიულეტენი რაზეც შენიშვნა მივეცი,
ვუთხარი კენჭისყრის ფარულობა ირღვევა, გთხოვთ დაკეცოთ და ისე
გამოიტანოთ-მეთქი. ქართული ოცნების წარმომადგენელმა მითხრა: შენ ვინ
გკითხავს, რასაც უნდა, იმას იზავს, რა ყაჩაღივით დაუდექი, შენი
ნერვები არ მაქვსო და გაძევების ოქმი დამიწერა. მანამდე არანაირი
გაფრთხილებაც კი არ ყოფილა, ესევე გამომაძევეს უბნიდან."
მისივე თქმით, მსგავსი ბრალდებით იმავე უბნიდან "ევროპული
საქართველოს" ორი წარმომადგენელი გაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები