გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის N46 საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, რამაზ
უტიაშვილის სარეკლამო პლაკატებია გამოკრული, რაც კანონდარღვევაა.
speqtri.ge-მ ამასთან დაკავშირებით, ოლქის თავმჯდომარეს, მაია
ჩუთლაშვილს მიმართა.
„უბნებზე დავდიოდით, ვამოწმებდით და პლაკატები არ იყო, იქნებ გუშინ
გამოაკრა ვინმემ, ვერ გეტყვით, თუმცა, შესაბამის ზომებს მივიღებთ.“ -
გვითხრა მან.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია
კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო
მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას
ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები