არჩევნები
შუალედური არჩევნებისთვის გურჯაანში სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
საკითხი ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტმა მაია გაბიტაშვილმა წარადგინა.

„მოცემული განკარგულებით, სააგიტაციო მასალების გაკვრა შეიძლება შემდეგ ადგილებში:კულტურის სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესერი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძვნებული სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე მათ მიერ დაფუძვნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი. სახელმწიფო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე არსებულ განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე სამი მეტრის სიმაღლეზე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ სადენებთან და სხვა ელექტრომოწყობილობებთან არაუმეტეს 1 მეტრი სიახლოვისა. ამ განკარგულების განსაზღვრული ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემდეგ,“-განაცხადა მაია გაბიტაშვილმა.

საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

უკვე განსაზღვრულია ის შენობები, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება. ესენია: საბანკეტე დარბაზში ძირკოკში და #3 ქუჩაზე მდებარე საჯარო სკოლა ვეჯინში.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილ დეპუტატს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება,
60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, 60 დღე დარჩა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
15:11 / 28.02.2023
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის
90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. - ამის
შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის
დასრულების შემდეგ განაცხადა.
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
18:15 / 06.02.2023
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში
დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი
გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის
თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
14:36 / 05.11.2021
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს
ხელახლა დათვლიან კიდევ 290-ზე მეტ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ხელახლა დათვლიან კიდევ 290-ზე მეტ უბანზე მიცემული ხმების მიხედვით.
11:04 / 02.11.2021
სამართალი
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
12:36 / 03-04-2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20-03-2023
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
16:06 / 28-03-2023
სხვა ამბები
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27-04-2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს.
13:18 / 25-04-2023
20 აპრილს ჩატარდა რიგით 21-ე სასკოლო სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:17 / 21-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. სიახლე გულისხმობს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
13:10 / 19-04-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 18 / 28 °C
img
სიღნაღი 19 / 29 °C
img
ლაგოდეხი 18 / 25 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 19 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.