პოლიტიკა
დაპირისპირება კახეთის გუბერნატორსა და ბიზნესმენს შორის [Audio]
მერაბ ფერაძე, რომელიც 2012 წლიდან კახეთში მოღვაწეობს და 15 სხვადასხვა სახეობის ბიზნესს ხელმძღვანელობს, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს საქმიანობაში ხელშეშლასა და წილის მოთხოვნაში სდებს ბრალს.
პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში, თავის მხრივ, ცილისწამებაში ადანაშაულებს მერაბ ფერაძეს. მისი განცხადებით, ბიზნესმენი სამი დღის წინ, სოფელ აფენის სპორტულ მოედანზე თვითნებურად შეიჭრა და სამშენებლო სამუშაოები წამოიწყო, რადგან ამ გზით, სურს სახელმწიფო ქონების მითვისება.

მერაბ ფერაძის განცხადებით, წარმოებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებს ვერ ირეგისტრირებს, რადგან გუბერნატორი და გამგებელი აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მერაბ ფერაძემ წერილით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„მე გახლავართ მერაბ ფერაძე 51 წლის, დაბადებული და მცხოვრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. 1983 წლის შემოდგომიდან 2012 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში. როდესაც შემისრულდა 45 წელი, 2012 წელს ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა ჩემი სამშობლო და შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილების და ინვესტიციის საქართველოში დაბანდება.

შევქმენი ქართული ოჯახი და დღეს ვარ ოთხი შვილის მამა. დავფუძნდი ჩემს კუთხეში და გადავწყვიტე ბიზნეს საქმიანობა გამეგრძელებინა ჩემი კუთხის ასაღორძინებლად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან როცა ჩამოვედი რაიონში იყო ბევრი უმუშევარი და მოსახლეობას გვერდით დგომა სჭირდებოდა.

ჩამოსვლისთანავე დავიწყე ბიზნეს საქმიანობა, დღესდღეობით 15 სახეობის ბიზნესს ვაერთიანებთ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, სპორტული კომპლექსითა და საავადმყოფოთი დამთავრებული. დასაქმებული მყავს 300-ზე მეტი ადამიანი. მეგონა ჩემს მიერ დახარჯული ფინანსური და ადამიანური რესურსები ქვეყანას სჭირდებოდა და მას მიიყვანდა წარმატებამდე, მაგრამ სამწუხაროდ მივხვდი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი საქმიანობა და აქტიურად დაიწყეს ხელის შეშლა.

წარმოებისთვის მესაჭიროებოდა შენობა ნაგებობები, თუმცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ კარლო ჯამბურიასა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის ბატონ ირაკლი შიოლაშვილის ხელის შეშლით ვერცერთი შენობა ნაგებობა დღემდე ვერ დავარეგისტრირე. ძალიან დიდ წინაღობებს ვაწყდები ადგილობრივ სასამართლოებშიც. სამოქალაქო დავაა მიწის ნაკვეთზე, ქართველ მოსამართლეებს 4 წლის განმავლობაში ვერ გადაუწყვეტიათ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი.

სასამართლოს სხდომებზე მოსამართლეები ისე მეპყრობიან, თითქოს მათ წინაშე მაქვს უზარმაზი ვალი, თითქოს მე, როგორც საქართველოს მოქალაქე არაფერს არ წარმოვადგენ, ჩემი უფლებები არ არის დაცული და გადაწყვეტილებას როგორც უნდათ ისე ღებულობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ - ბაქაქურმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 56 000 აშშ დოლარი წამართვა და რუსეთის მოქალაქეს გადასცა. არსებული ფაქტებით მივმართე სახელმწიფო კანცელარიას, სახალხო დამცველის ოფისს, პროკურატურას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა არც ერთი მხრიდან.

იძულებული ვარ მოგმართოთ პირადად თქვენ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ თქვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროთ, ვინაიდან ვფიქრობ საქართველოში მსგავს სიტუაციაში ერთადერთი არ ვარ და ბევრ ბიზნესმენს ექმნება წინაღობები და მიმაჩნია ბაქაქურების, შიოლაშვილების და ჯამბურიების გამო არ უნდა ეშინოდეთ მსოფლიოს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების დაბანდება, რაც ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.
პატივისცემით, მერაბ ფერაძე“.

პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენის ბრალდება მოკლებულია არგუმენტებს, რადგან აღნიშნული საკითხის მოგვარება გუბერნატორის კომპეტენციის ფარგლებს სცილდა. „მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ფერაძე ჩემთან მოვიდა, მოვახდინე კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესმენს შორის, თუმცა აღმოჩნდა, რომ არათუ ნებართვა, უბრალო, განცხადებაც კი არ ჰქონდა დაწერილი, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა, ერთ-ერთი ობიექტი ტრასის პირას მდებარეობს და საგზაო დეპარტამენტის თანხმობაც კია საჭირო. ტექნიკურ საკითხებს ვერ განვიხილავ რადგან, ეს ჩემი სამსახურის პრეროგატივა არ არის“ -აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.




ლაგოდეხის გამგებელი კახა (კარლო) ჯამბურია აღნიშნავს, რომ მერაბ ფერაძემ მშენებლობების ნაწილი, მის გამგებლად დანიშვნამდე დაასრულა. „მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტაცია, ჩემი დახმარებით შევძელით და ერთი ობიექტი დავუკანონეთ, სადაც ბატონ მერაბს აქვს სასტუმრო, პირველ სართულზე კი სამედიცინო ობიექტი. ამიტომ სიცრუეა, როცა ის განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, რომ გამგებელი არაფერში მეხმარებაო. არსებობს რამდენიმე ნაგებობა, მაგალითად, აფენის ყოფილი კულტურის სახლი, სადაც მან რესტორანი და ოფისი გააკეთა, მის წინ განთავსებულია მაღაზიები, ეს ობიექტი აშენდა ვიდრე გამგებელი გავხდებოდი და ვერაფერს ვუხერხებთ, რადგან საგზაო დეპარტამენტიდან მოგვივიდა უარი, რომ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე გაიცეს მშენებლობის ნებართვა. მაგალითად, ქვის სამტვრევი, არის აშენებული სახელმწიფო საკუთრებაზე, მან უნდა მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ ვერაფერს ვიმოქმედებთ. ასევე სოფელ გიორგეთში ააშენა რესტორანი, რომელზეც მოსახლეობასაც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რადგან ამ ნაკვეთს სოფელი საძოვრად იყენებდა და მან მიისაკუთრა. ეკონომიკის სამინისტრომ გამოიტანა აუქციონზე ეს ტერიტორია, თუმცა მარაბ ფერაძემ მონაწილეობა არ მიიღო და არ დაიკანონა.

ყოველთვის ვთხოვ, რომ როგორც კანონითაა განსაზღვრული, სანამ დაიწყებთ, მშენებლობებს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, მუნიციპალიტეტს, ან სამინისტროს, თუმცა მაინც თვითნებურად, ყველა პროცედურის დარღვევით ახდენს მშენებლობას. უგულვებელყოფს საქართველოს კანონს, არ ვიცი, განგებ აკეთებს თუ რა ხდება?! რამდენიმე დღის წინ, სოფელ აფენში, ჭაბუკიანის სტადიონზე (მუნიციპალური ქონებაა) შეიყვანა ტექნიკა და შუა ადგილას თხრა დაიწყო, იმ არგუმენტით, რომ ვითომ მოედანი კეთილმოაწყოს, ამ საკითხზე არავის ჰქონდა ინფორმაცია, დღეს ვერცერთ თამაშს ვეღარ ვატარებთ, რადგან სტადიონი გადათხრილია, მივმართეთ შესაბამის უწყებებს და დაიწყო გამოძიება. ეს ყველაფერი, იმის შედეგია, რომ ის არ სცემს პატივს კანონს, ისე იქცევა, როგორც თავად სურს და მერე აცხადებს, რომ ჩვენ ვუშლით ხელს“- აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ამის შესახებ speqtri.ge-სთან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმაც ისაუბრა:








| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში,
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა,
რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის,
დაკარგულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28.09.2023
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე
შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი
სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის
ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
16:34 / 11.09.2023
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ
ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
15:59 / 08.09.2023
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და
მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი,
ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური
გადაწყვეტილება
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
14:01 / 08.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 0 / 0 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 4 / 6 °C
img
სიღნაღი 6 / 7 °C
img
ლაგოდეხი 6 / 7 °C
img
ყვარელი 5 / 9 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 5 / 7 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.