„როდის გადადგებით, სხვა კითხვები არ არსებობს“- ჟურნალისტები ღარიბაშვილს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს.
ჟურნალისტებს აინტერესებდათ, როდის დატოვებდა ის თანამდებობას.
"როდის დატოვებთ თანამდებობას, წახალისებული ძალადობის გამო"; "როდის
გადადგებით, სხვა კითხვა არ არსებობს", - ამბობდნენ ჟურნალისტები.
პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და ბრიფინგი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11
ივლისის შემდეგ ითხოვს. მას შემდეგ რაც 5 ივლისის მოძალადე ჯგუფების
მიერ სასტიკად ნაცმი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები