პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი-ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია
ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარდაბანში, „ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატის, დავით კარგარეთელის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, აცრის მნიშვნელობაზე გითხრათ. ჩვენ ეხლა ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა- არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ეს არის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა, მეცნიერების რჩევა, რეკომენდაცია, მოწოდებაც იმიტომ, რომ აცრის გარდა, სხვა რეცეპტი, რესურსი, სხვა არავითარი გამოსავალი არც მთავრობას, არც მსოფლიოს მთავრობებს, არავის არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი არის აცრა და ხარისხიანი ვაქცინების შეთავაზება, რომელიც შეუძლია მთავრობას. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი, რომელიც ძალიან ვერაგი ვირუსია, ვთქვათ ასე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა. მილიონობით ადამიანზეა საუბარი. მესმის, რომ ძალიან რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკის განვითარებას, მოქალაქეები შიმშილით არ უნდა გარდაიცვალონ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ყველა თანხმდება და ეს აპრობირებულია უკვე, ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები - ყველაფერი, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია. აცრილი მოქალაქე არ კვდება. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და ყველა უნდა ავიცრათ. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, ჩვენი ყველას დანაკარგია. დღეში ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე შეიძლება ათეული და ასეული ადამიანი გარდაიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო, აქედან 20-30% არის კოვიდის გამო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია, დანაკლისია, სამწუხარო ამბავია და ამის პრევენციისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქონ ყოფა.

„იქნება ეს მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებული, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარლამენტის წევრი, ჩვენ ყველა ამ სულისკვეთებით ვართ, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ყოფა. პრობლემები, რაც აქვთ, ყველაფერი გადავუწყვიტოთ ძალიან მოკლე დროში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დავალება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 13 °C
img
დ.წყარო 8 / 12 °C
img
სიღნაღი 11 / 16 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 11 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.