პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი
ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი, თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, მერი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში.

„ჩვენ, 8 წლის განმავლობაში, მე ვიცი, ქედაშიც ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, გზების, გაზიფიცირების, წყალგაყვანილობის პროგრამები. ქედა არის მართლაც უნიკალური ადგილი. იყურები ამ ულამაზეს მხარეში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ბოლომდე დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, დავუდგეთ გვერდში, როგორც ცენტრალური მთავრობა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, აჭარის მთავრობა და ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს ხალხს.

ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვირჩევთ ახალ მერს. მერი, რომელიც უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში. ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი, თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო. შეცდომებს ვასწორებთ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას, მშვიდობით და სტაბილურობით გავიყვანთ ფონს. განვითარებას შევიტანთ ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის პრობლემები მოსაგვარებელი, როგორიც არის წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების, გზების სამუშაოები, ინფრასტრუქტურა სჭირდება უფრო მეტი მოვლა-პატრონობა, შენობებს სჭირდება რეაბილიტაცია. მაგალითად ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას და რეაბილიტაციას ისტორიული შენობების, მუნიციპალიტეტების ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების, პარკების, სკვერების და ა.შ. წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ პროექტში და ასევე ყოველ წელს გაგრძელდება ანალოგიურად.

ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ხარისხიანი წყალი მიეწოდებოდეს ქედას და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს. უახლოეს ხანში ეს პროექტი დასრულდება. გაზიფიცირების პროექტი უნდა გავაგრძელოთ, დავასრულოთ და სოფლები მოვამარაგოთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა იყო.

ამას გარდა, ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და როგორ ვაპირებთ ამას. სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში. ჩვენ სოფლის მეურნეობა მთავარ პრიორიტეტად ვაქციეთ და მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტიციას, გადამამუშავებელი საწარმოების, რეალური ინდუსტრიის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს, დაახლოებით, მილიარდ ლარს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 1 300 საწარმოს დაფინანსებას, ამ ჩამონათვალში 300-ზე მეტი სხვადასხვა სფერო შევიტანეთ, რომლებიც დაფინანსდება მთავრობის მიერ. მე ვგულისხმობ, ადგილობრივი წარმოების მიმართულებებს. შეიქმნება დამატებით 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 5 წელიწადში და დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 100 მილიონის გრანტი იყო საქართველოს მთავრობისგან. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 19 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 9 / 19 °C
img
სიღნაღი 11 / 21 °C
img
ლაგოდეხი 9 / 17 °C
img
ყვარელი 10 / 19 °C
img
თელავი 10 / 19 °C
img
ახმეტა 8 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.