პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა
როგორ შევინარჩუნოთ ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი - მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, ნახეთ, რა ხდება აშშ-ში, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, ინფიცირებულების რაოდენობა არის ასევე ძალიან მაღალი, დღეში აქვთ 100 ათასი შემთხვევა, მაგრამ აშშ-ის მთავრობაც, ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეიძლება, წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები დაწესდეს, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს.

„ამის გაკეთების უფლება არ აქვს აშშ-ს, ნომერ პირველ, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, არ აქვს ამის ფუფუნება გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ ჩვენ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ღარიბმა და ძალიან მცირე ეკონომიკის ქვეყანა, როგორ შეიძლება, განვიხილოთ მკაცრი ლოქდაუნები. ის ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება. მაშინ მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი გადავკეტეთ. ღამე აეწყო ყველა გამშვები პუნქტი და პოლიციასთან და სუს-თან ერთად, მთლიანად ჩვენ ვუწევდით პროცესს კოორდინაციას. ამაზე ადვილი რა არის?! რა უნდა რესტორნების და სასტუმროების დაკეტვას, ან სხვა საწარმოების, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, არა, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ შემოთავაზება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია. ძალიან გამიხარდა, რომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მქონდა, უმრავლესობა უკვე აცრილი იყო, განწყობაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური. ბევრს, ჩვენს მოსახლეობას აქვს კიდევ გარკვეული სკეპტიციზმი, აცრასთან მიმართებაში. შეიძლება, ეს ინფორმაციის ნაკლებობაა, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მოსახლეობაში „ფეისბუქის“ თუ სატელევიზიო საშუალებებით, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და იმ გამოცდილ, ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც ამას წარმატებით მართავენ და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


[R]






| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.