პოლიტიკა
2,5 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე- ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ განვითარებაზე, პროგრესზე და კეთილდღეობაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს უნდა შევთავაზოთ, განვითარება სჭირდება თითოეულ რეგიონს, ყველა ქალაქს და ყველა მუნიციპალიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველი გუნდი მოქალაქეებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას.

„ჩვენი ოპონენტები საუბრობენ მხოლოდ სიძულვილზე, მხოლოდ აგრესიაზე, მხოლოდ ტერორსა და ძალადობაზე. ისინი ჩვენს მოსახლეობას ვერ სთავაზობენ ვერავითარ კონკრეტულ გამოსავალს, გადაწყვეტილებებს, დღის წესრიგს, გარდა იმ უწყვეტი ნეგატიური კამპანიისა და დღის წესრიგისა, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან და მათი ბაგეებიდან. ამ დროს ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ ვართ ამ ძალადობის და სიძულვილის კამპანიის ორგანიზატორები. გვაბრალებენ ყველაფერ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ და აკეთებენ ახლაც, მაგრამ ჩვენს ხალხს სწორად ესმის და სწორად ძალუძს კეთილის და ბოროტის გარჩევა. ჩვენ დღეს მოქალაქეებს ვთავაზობთ განვითარებას - სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ეკონომიკის, რეგიონების განვითარებას. ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის წარმატებული პროგრამები, რომლებითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა, შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი თუ მაგალითად ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის შექმნილი პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ასევე, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩეველს ვუყვებით კონკრეტულ გეგმაზე, როგორ განვავითაროთ თანაბრად ყველა რეგიონი, როგორ განვავითაროთ თითოეულ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული ლოკაციები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„2,5 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების, რეალური ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებაზე, რითაც, ჩვენი ვარაუდით დამატებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ სიკეთეს თანაბრად გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თითოეულ რეგიონში, მუნიციპალიტეტში, როგორ განვავითაროთ ესა თუ ის დარგი და როგორ გამოვიყენოთ სრულად ის პოტენციალი, რომელიც თითოეულ რეგიონში ჩვენს ლამაზ ქვეყანას გააჩნია. ამასთან ერთად, ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები და შესაბამის სამუშაოებს უახლოეს თვეებში დავიწყებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 15 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.