პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება
ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი და ხსნა ამ მძიმე ვითარებისთვის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა, რომ შევქმნათ მაქსიმალური დოვლათი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოკიდებული იმპორტირებული საქონლის დიდ რაოდენობაზე და ძალიან ბევრი იმპორტირებული საქონელი შემოდის. რა თქმა უნდა ეს, ერთის მხრივ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტირებულ საქონელს, მეორეს მხრივ შექმნის ახალ საწარმოებს, ქარხნებს, ფაბრიკებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. გვაქვს გეგმები, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, ახალი გზები, ხიდები. ჩვენ ახლა დავათვალიერეთ სწორედ რიკოთის მონაკვეთი, სადაც გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს. მართლაც, რომ იტყვიან ისტორიული პროექტი მიმდინარეობს. შენდება 96 ხიდი, 53 გვირაბი - მართლაც უნიკალური პროექტია თავისი სირთულით, თავისი მასშტაბებით, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას. 3 საათში მოქალაქე ჩავა თბილისიდან ბათუმში, რაც არის ძალიან დიდი კომფორტი ყველასთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განსავითარებლად.
„ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 24-საათიანი წყალი. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში არის სირცხვილი და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, მალე უნდა მოვაგვაროთ. გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც აუცილებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 მილიონი ლარის ღირებულების ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თქვენ გყავდათ და გყავთ ჯერ კიდევ მოქმედი მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ღირსეულად, ერთგულად, მთელი გულით და სულით ემსახურა ხარაგაულს და რომელიც ასეთივე ერთგულებით, თავდადებით ბოლომდე დაიხარჯება და გააგრძელებს ხარაგაულის და ხარაგაულელების მსახურებას. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვარჩევთ დიდი სიფრთხილით მერს, კანდიდატებს, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი. ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად, მეგობრებო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 13 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 16 / 26 °C
img
ყვარელი 16 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.