პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: EU-ს მხარდაჭერა შავი ზღვის კავშირის გეგმის განხორციელებაში სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციამ დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის, როგორც ერთგვარად სატრანზიტო და სატრანსპორტო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი პროექტია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და ვფიქრობ, რეგიონის ჭრილში საკვანძო ფუნქციის მატარებელი იქნება. რა თქმა უნდა ეს პირველი ნაბიჯებია სამომავლო წინსვლისთვის, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მეტი დინამიკა და ტემპი გვჭირდება. პირველ რიგში ვგულისხმობ საქართველოსა და ევროპას შორის საბორნე მიმოსვლას, რომელიც შავი ზღვის ზონაში არის პირველი რიგის ამოცანა საქართველოსთვის. მეორე, ეს არის რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მესამე, რომელიც პირველ ორს თავისთავად მოიცავს ეს არის EU-ს მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროექტები ე.წ შავი ზღვის კომუნიკაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, EU-ს მხარდაჭერა შავი ზღვის კავშირის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის პროცესზე და შავი ზღვის აუზის კომუნიკაციებზე.

„საქართველოს ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი საკაბელო ხაზის მშენებლობა. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, შავი ზღვის გადამცემი საკაბელო პროექტის განხორციელებით, საქართველო, ამიერკავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ასევე ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ეს მოლოდინი კი ეფუძნება ევროპაში მწვანე ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და რა თქმა უნდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესია“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სხდომაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და პერსპექტივები.

„მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით, საქართველოს მიეცა შეზღუდული წვდომა ერთიან ბაზარზე შერჩეულ სექტორებში. ბაზარი მიზნად ისახავს ეკონომიკური ინტეგრაციის წარმართვას, რომლის დროსაც წევრი ქვეყნების ოდესღაც ცალკეული ეკონომიკები ინტეგრირდება ერთიან ევროკავშირის ეკონომიკაში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მსგავსი მცირე ეკონომიკების მქონე ქვეყნების მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა ევროკავშირის დიდ ბაზარზე. თუმცა, ამ მოცემულობაში არსებობს რიგი გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ერთიან ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს და ევროკავშირის შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც განსაკუთრებით გამოწვევას წარმოადგენს DCFTA-თვის. ვფიქრობ, აღნიშნული პროცედურების გამარტივება ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის დიდი სტიმული იქნება, ფართო ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. რაც თავის მხრივ მოგვცემს შესაძლებლობას მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და ამ სექტორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს უკავია დიდი წილი ევროკავშირთან ექსპორტის ნაწილში, ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება დაჩქარდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირდაპირი დაფინანსების გაძლიერება, მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება, იმისთვის რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ევროკავშირის ბაზრისგან დისტანცირება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მორიგ სხდომას თბილისში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართავს.


[R]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.