პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
4 აპრილს, მონაკოს სამთავროში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის დელეგაციების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, რომლის მთავარ მიზანს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის პლენარული სესიისთვის პრიორიტეტული საკითხების შემუშავება და განსაზღვრა წარმოადგენდა, სიტყვით გამოვიდნენ მონაკოს სამთავროს პრინცი ალბერ II და მონაკოს სამთავროს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარე სტეფან ვალერი.

ასამბლეის ფარგლებში, ევროპის რეგიონში მიმდინარე აქტუალური საკითხები და მათ შორის რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენები მიმოიხილეს და მოუსმინეს უკრაინის რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფენჩუკს. კონფერენციის მონაწილეებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.
კონფერენციაზე, თავისი გამოსვლა უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.

„მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩემმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესია. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი ძალადობაა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მისწრაფებებს თავისუფლებისადმი და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალის პრინციპებს“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

სიტყვით მიმართვისას, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რაც, თავის მხრივ მზარდ და მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებასაც გულისხმობს.

„ჩვენთვის დიდი პატივია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ორგანიზაციასთან, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების სფეროში, ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში, რომელიც თავის მხრივ მუდმივად ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებას გულისხმობს. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ამ გლობალური პროცესის მონაწილე და მეტიც, სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში გვქონდა და როცა სამოქალაქო თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საუკუნის წინ ვქმნიდით ამ შესაძლებლობებს. დღესაც, სწორედ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ იმ მიზნის შესრულებას, რომელსაც დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება ჰქვია ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. შესაბამისად, საქართველოსთვის დიდი პატივი იქნება ევროპის რეგიონის პლენარული სესიის მასპინძლობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კონფერენციაზე, სესიის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2023 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარული სესიას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, APF-ში 2001 წელს გაწევრიანდა, ხოლო 2012 წელს კონფერენციას უმასპინძლა. 2021 წელს კი გააკეთა ოფიციალური განაცხადი სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც დამკვირვებლის სტატუსიდან ასოცირებულ წევრად გადასვლას გულისხმობს.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგისა და აზრთა გაცვლის ფორუმს. ასამბლეა აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. დღეის მდგომარეობით, ასამბლეის შემადგენლობაშია 90 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია მონაკოს სამთავროში ევროპის რეგიონის მისიის ხელმძღვანელის ჟან შარლ ლუპერტოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.