უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის
მადლობას უხდის. ამის შესახებ უკრაინის რადა ტვიტერზე წერს.
„გმადლობთ, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას
გრძნობს“, - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს ბუჩას
ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე გამართული
აქცია-პერფორმანსისთვის უხდის მადლობას.
აქცია-პერფორმანსი გუშინ, 6 აპრილს გაიმართა და ქართველი ხალხის
მხრიდან ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის არმიის მიერ
მოკლული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები