პოლიტიკა
საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი გადასცა.

ინფორმაციას აღნიშულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.



ევროკავშირის ელჩისთვის შევსებული კითხვარის გადაცემას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას ულოცავს.

„დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“- წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
კითხვარის გადაცემისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას განაგრძობს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან შედგება და 2300-მდე კითხვას აერთიანებს.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა, საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მთავრობას ევროკავშირის კითხვარზე, ქვეყნის სახელით მომზადებული პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ.

განაცხადს 30 ორგანიზაცია აწერს ხელს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში
მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი
გახსნეს.
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10.08.2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული
სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის
ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10.08.2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა
ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ
ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10.08.2022
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს
მოუწოდებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ ევროპის
ტერიტორიაზე შესვლა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ ევროპის ტერიტორიაზე შესვლა.
15:51 / 09.08.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 33 °C
img
საგარეჯო 21 / 31 °C
img
დ.წყარო 21 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 34 °C
img
ლაგოდეხი 21 / 29 °C
img
ყვარელი 22 / 33 °C
img
თელავი 21 / 31 °C
img
ახმეტა 21 / 32 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.