პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არ იმსახურებს-ვიოლა ფონ კრამონი
ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ყველა ნიღაბი მოხსნილია და საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს.

"კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ. არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ "თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენ ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის".

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გასულიყვნენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს",- განაცხადა კრამონმა. აღნიშნული განცხადების თარგმანი "მთავარი არხს" ეკუთვნის.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu