თვითმმართველობა
დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გაიმარჯვეს
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.

სპეციალური პრიზები და სიგელები დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, მათ საკონკურსოდ სოციალური პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობდა შშმ პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მუნუციპალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას. 



„პროგრამის განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ. ეს იყო კონკრეტული აქტივობა, რომელიც ეხებოდა 18 წლამდე შშმ პირებისათვის ტრანსპორტირების  პროგრამის შექმნას, რათა ის სერვისები, მათ შორის სამედიცინო, რომელიც მხოლოდ მუნიციპალური სერვისით არის ხელმისავდომი, თანაბრად განაწილებული და მხოლოდ დედოფლისწყაროსთან ახლოს მდებარე სოფლებისთის კი არა, შორს მდებარე სოფლის მცხოვრებლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამას წინაპირობა ჰქონდა ის, რომ შევქმენით სერვისები, რომელიც ჩვენთან მანამდე არ იყო. მაგალითად, ხელი შევუწყეთ, რომ 18 წლამდე შშმ პირებისთვის დღის ცენტრი გახსნილიყო დედოფლისწყაროში და შემდეგ დავიწყეთ მისი დაფინანსება ვაუჩერული სისტემით. ანუ გაჩნდა სერვისი, დავიწყეთ სერვისის დაფინანსება და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა მეტზე იყო, მაგრამ მიმართვიანობა იყო ნაკლები. სიტუაციის გაანალიზებისას გამოიკვეთა, რომ ტრანსპორტირება იყო სერიოზული პრობლემა. ამ პროგრამის დანერგვით, ფაქტობრივად სრულად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელმისაწვდომობა გაიზარდა,“ - გვეუბნება ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

რაც შეეხება ლაგოდეხს, საუკეთესო პრაქტიკად აღიარეს მუნიციპალიტეტის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობოს მიზნით დანერგილი პრაქტიკა, სახელწოდებით ,, ახალგაზრდები მომავლისთვის". 



„ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ორდონიანი „ახალგაზრდული საბჭოები“ შევქმენით. საბჭოს წევრების მეშვეობით ხდება, პრობლემისა თუ ახალი იდეის გაჟღერება. ეს პრაქტიკა ეფექტურია, ის მეტად გვაახლოებს ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრა/მოგვარების პროცესში გვეხმარება“, - აცხადებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

ექსპერტის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.XX



ღონისძიება, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები
გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების
გამჭვირვალობის ხარისხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.
10:35 / 22.11.2023
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9
შესაბამისი რეკომენდაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.
13:18 / 15.11.2023
სახელმწიფო აუდიტის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2021-2022
წლების საქმიანობის შესწავლისას 14 ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა.
აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარისთვის speqtri.ge-მ
მერიას მიმართა.
სახელმწიფო აუდიტის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 2021-2022 წლების საქმიანობის შესწავლისას 14 ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარისთვის speqtri.ge-მ მერიას მიმართა.
14:39 / 13.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 23 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 13 / 27 °C
img
ახმეტა 12 / 27 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.