რეკლამა
კახა კალაძემ ამომრჩევლებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. საბურთალოს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ ცინცაძე, ვახტანგ შაქარიშვილი და დავით უთმელიძე იბრძოლებენ. კალაძის თქმით, ის ქალაქის მართვისთვის საჭირო პასუხისმგებლობას გრძნობს და ხედავს გამოწვევებს, რომელიც დასაძლევია.

-„როდესაც გუნდში მსჯელობა მიდიოდა და შემოთავაზება მივიღე, დაფიქრების დრო ვითხოვე. განა იმიტომ, რომ შემეშინდა და ბრძოლის მეშინია - არა. უბრალოდ ვიცოდი, თუ რამხელა ტვირთია და რა გამოწვევებია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ თბილისელების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. თქვენთან ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აქტუალურია და ქალაქს აწუხებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ამომრჩეველთა ყურადღება ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ხეების ჭრის ფაქტზე გაამახვილა. „ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. ეს ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან პრინციპული ვიქნებით -არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა მძიმე დაავადება სწორედ ეკოლოგიური პრობლემებით, გამონაბოლქვითა და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით არის გამოწვეული, რის მოგვარებასაც არჩევნების შემდეგ, დიდი ძალისხმევით შეუდგება.

თბილისის მერობის კანდიდატმა იმ შვიდ პოლიტიკაზეც ისაუბრა,რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ხედვების ფარგლებში ჩამოყალიბდა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში,მათი დეტალური განხილვა იგეგმება. წითელ ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით საბურთალოს მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემაც მიმართა და მათ მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

-„მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს სახელით არაერთხელ მიბრძოლია. გამარჯვების ქართული დროშაც არაერთხელ ამიფრიალებია. ახლა კი, თბილისის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ვარ ამაყი, რომ საქართველოს სახელით მებრძოლი კახა კალაძის გვერდით ვდგავარ. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის განახლების იმ დიდი გეგმის განხორციელებაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა და მჯერა, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მხარდამჭერებს ასევე, მადლობა გადაუხადა და გამარჯვების იმედი გამოთქვა მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ვახტანგ შაქარიშვილმა. - „საოცარი ერთიანობა აჩვენა დღეს საბურთალომ, დიდი მადლობა ამისთვის. სწორედ ეს ერთიანობა მარწმუნებს, რომ 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა - ვიდგე თქვენს წინაშე და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მქონდეს საშუალება, გემსახუროთ თქვენ - საბურთალოელებს, ვემსახურო თბილისს“, - განუცხადა ამომრჩევლებს ვახტანგ შაქარიშვილმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 9 / 16 °C
img
საგარეჯო 6 / 13 °C
img
დ.წყარო 7 / 12 °C
img
სიღნაღი 10 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 9 / 16 °C
img
თელავი 7 / 14 °C
img
ახმეტა 7 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.