არჩილ ხანდამაშვილი: მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, ერთი მეწარმე შეძლებს, რამდენიმე თანასოფლელი დაასაქმოს [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის
მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ზიარის, ფხოველის,
ქოდალოსა და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ზიარ-ფხოველის ტურისტულ პოტენციალსა და
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
არჩილ ხანდამაშვილმა ყურადღება დასაქმებასა და გურჯაანის
მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით არსებულ რესურსებზე
გაამახვილა.
-„ჩვენი მთავარი ამოცანა სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარება უნდა
გახდეს, რომელიც თავის მხრივ, სოფელში სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც
იმას ნიშნავს, რომ ერთი ჩვეულებრივი მცირე მეწარმე რამდენიმე
თანასოფლელს დაასაქმებს, ხოლო ახალი ტექნოლოიგები მოგვცემს
საშუალებას, შრომის შემცირების ხარჯზე, გაზრდილი შედეგი მივიღოთ. ეს
იქნება ე.წ. შრომითი ჯაჭვი, რომელიც სოფელს ეკონომიკურად
გააჯანსაღებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები