გიორგი ერბოწონაშვილი ხაშმისა და პატარძეულის მოსახლეობას შეხვდა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს “საგარეჯოს
მერობის კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი სოფელ ხაშმსა და პატარძეულში
მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება სასმელი წყლის დეფიციტსა და
საუბნო გზების კეთილმოწყობის საკითხებზე გაამახვილეს. გიორგი
ერბოწონაშვილმა ადგილობრივებთან აღნიშნა, რომ გამარჯვების
შემთხვევაში, სოფლებში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის
ინტენსიურად იმუშავებს. მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს აქტიური
თანამშრომლობა შესთავაზა.
-„მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის მართვაში დიდი მნიშვნელობა
აქვს. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა გიორგი
ერბოწონაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები