ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის მოსახლეობას შეხვდა [R]
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი
ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი ფონის, კაბალისა და კავკასიონის უბნების
მოსახლეობას შეხვდა.
კაბალში, ეთნიკურ აზერბაჯნანელებთან შეხვედრისას, კანდიდატმა
ყურადღება გაამახვილა ქართულ - აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე.
-,,ჩვენ მონათესავე კულტურის, ერთი სახელმწიფოს და საერთო ინტერესების
მქონე ხალხი ვართ. მერად არჩევის შემთხვევაში, ჩემი მიზანია,
მაქსიმალურად დაფასდეს თქვენი შრომისმოყვარეობა “ - განაცხადა ჯონდო
მდივნიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კაბალში არაერთი ინფრასტრუქტურული
პროექტი განხორციელდა - ჩატარდა გზების რეაბილიტაცია, მოწესრიგდა
სასმელი წყლის სისტემები, თუმცა, ამ კუთხით გამოწვევები კიდევ
არსებობს. მდივნიშვილის თქმით, მისი მერად არჩევიდან მოკლე პერიოდში
დაიწყება მუშაობა აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე.
მასალის გამოყენების პირობები