„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მერობის
კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა, საგარეჯოს მოსახლეობას საკრებულოს
მაჟორიტარობის კანდიდატები - ივანე ივანიშვილი და ოთარ ჩალათაშვილი
წარუდგინა.
გიორგი ერბოწონაშვილი ადგილობრივ საჭიროებებსაც გაეცნო. მოსახლეობამ
პრიორიტეტად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ახალი ინვენტარით
აღჭურვა, სასმელი წყლის სისტემის, გარე განათებისა და გზების
მოწესრიგება დაასახელა.
-“ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა
განსახორციელებელი, ამიტომაც ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს
მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა გიორგი
ერბოწონაშვილმ აშეხვედრაზე.
მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ წყაროსთავის
მოსახლეობასაც შეხვდა, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და
სოფლის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები