რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი - ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა [R]
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს.

მისი თქმით, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი ძლიერი ქალია, თუმცა ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის კამპანია, რაც დღეს ყველამ ერთად გავიარეთ, შეიძლება იყოს ერთგვარად იმის ახსნა, რატომ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში ისე, როგორც უნდა იყვნენ. განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე – მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის, კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომ გეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ ძალიან ძნელია ქალისთვის, რომ ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარ ძალიან დიდი იმედით. ჯერ ერთი, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული.

„სწორად ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მივუახლოვოთ იმ იდეალს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო. ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს ეკისრება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს ძალიან ბერი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.

მინდა, რომ საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება პირველ რიგში, ნიშნავს მასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას
სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა
ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12.02.2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს სტუმრად ეწვია ელექტრონულ
სწავლების გჯუფი BMJ-ს წარმომადგენელი, NCDC (დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის) მუშაკის თანხლებით.
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს სტუმრად ეწვია ელექტრონულ სწავლების გჯუფი BMJ-ს წარმომადგენელი, NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის) მუშაკის თანხლებით.
17:18 / 01.02.2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის
შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის
სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს
წამომადგენელები.
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11.01.2019
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა
გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია
“იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ
მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის
შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
17:44 / 11.01.2019
2018 წლის 27 დეკემბერს ა(ა) იპ
2018 წლის 27 დეკემბერს ა(ა) იპ "ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში"გაიმართა გრიპის საწინააღმდეგო კამპანია "დაიცავი თავი და სხვები სეზონური გრიპისგან ".
17:07 / 29.12.2018
სხვა ამბები
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.
15:44 / 16-02-2019
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.
14:08 / 16-02-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.
16:23 / 15-02-2019
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.
15:58 / 15-02-2019
პარასკევს 15 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებს ქ.თბილისის „ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“-ს სისხლძარღვთა ქირურგი, ექიმი ანგიოლოგი დავით გეგელაშვილი.
12:49 / 12-02-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.