პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“
სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პირველ რიგში, ყველას მიულოცა ფერისცვალება. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება და ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეუძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“.

„მივესალმები გურიას და მივესალმები ლანჩხუთს. პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ფერისცვალება. დღეს 19 აგვისტოა, ფერისცვალება და ყველას გილოცავთ.

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, თქვენთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მორიგი გამარჯვებისთვის. როგორც მითხრეს, სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ის, რომ ჩვენმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა ღირსეულად და დამაჯერებლად. თქვენი გვერდში დგომით და თქვენი სწორი ანალიზით, თქვენი გამჭრიახობით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის საერთო მართვით და ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ის, რომ ქვეყანაში, მეგობრებო, დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი ყველაფრის, ნებისმიერი გადაწყვეტილების, განვითარების, პროგრესის, წინსვლის. ვინ თუ არა გურულებმა ვიცით ძალიან კარგად მშვიდობის ფასი და შემთხვევითი არ არის, რომ პირველ სიტყვას გურული ამბობს მშვიდობისთვის. მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის „ქართული ოცნება“.

ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში შევიტანეთ პროგრესი, განვითარება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ქვეყანა, მას შემდეგ, რაც არის დამოუკიდებელი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, ბევრი სიდუხჭირე, ბევრი ეკონომიკური გაჭირვება ნახა ჩვენმა ხალხმა, მაგრამ ქართველი ხალხი დგას ძლიერად და მტკიცედ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა გვჭირდება ჩვენ, ყველას. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგები, მაგრამ მე უნდა ვისაუბრო ასევე ჩვენს გრძელვადიან გეგმებსა და მომავალზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.