პოლიტიკა
გურჯაანის ღირსების ორდენოსანი მერობის კანდიდატი
14 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანელებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი წარუდგინა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატი არის გამოცდილი მენეჯერი და მმართველი.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია რა გამოცდილება აქვს ბატონ ზურას და როგორი გეგმები აქვს მუნიციპალიტეტის მართვასთან დაკავშირებით.

ზურაბ უტიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 24 წლიანი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე იმუშავა. 2015 წლიდან დღემდე კი შ.პ.ს. ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორის პოზიციას იკავებს.

ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატს, გარდა მდიდარი სამუშაო გამოცდილებისა, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, რომელთაგან როგორც თავად აღნიშნავს „განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით სატარებელია რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული „ღირსების ორდენი“ და მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“, რომელიც ომში დაჭრილთა და დაშავებულთათვის აღმოჩენილი დახმარებისა და სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვისდაიმსახურა.

2008 წლის ომის ვეტერანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხალხის სამსახურში ყოფნაა“.

„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ადამიანებზე ზრუნვა, პირველი რიგის შესასრულებელი ამოცანაა. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და ამჯერად, ამ დიდი პასუხისმგებლობის პარალელურად ჩემი მშობლიური გურჯაანის განვითარებასა და გურჯაანელებზე ზრუნვისთვისაც შევეცდები გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით, ბევრიც მიმდინარეა, რომელთაგან განსაკუთრებით სოფლის მეურნეობას, განათლების და ტურიზმის მიმართულებას გამოვყოფდი. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ეკონომიკური სიძლიერე ამ დარგების სწორი, თანმიმდევრული და მიზნობრივი პოლიტიკის გატარების შედეგად იქნება და ამისთვის, აუცილებლად დავიხარჯები სათანადოდ, ჩემს მომავალ გუნდთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ წინ დიდი გამოწვევა გვაქვს COVID-19 პანდემიის დაძლევის სახით, რომელსაც მოქალაქეობრივ თვითშეგნებასთან ერთად, ჩვენი მედპერსონალის დიდი შრომა სჭირდება, ამიტომ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანელებს პრობლემების დაძლევისა და ერთიანობის მაგალითის მიცემა ნამდვილად შეგვიძლია,“- აღნიშნა ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

ზურაბ უტიაშვილს, გარდა სახელმწიფო ჯილდოებისა, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს „მადლობა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან სხვადასხვა დამსახურებისთვის კრიზისების მართვის სფეროში (2006, 2008, 2009, 2010 წწ), საქართველოში აშშ ელჩისგან (2013წ) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამეცნიერო-საკოორდინაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.