პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვების გროვას ცხინვალს და დაკარგულ სოფლებს
90-იანი წლები გვახსენებს ასევე იმას, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას, საუბედუროდ, ანალოგიური გაგრძელდა 21-ე საუკუნეშიც, ჩვენ ვიხილეთ უდიდესი სირცხვილი, როცა იმდროინდელმა ხელისუფალმა და მმართველმა ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა დიდი უბედურება, ნგრევა, ომი და ტერიტორიების დროებით ოკუპაცია - კოდორის ხეობის მოღალატეობრივად ჩაბარება, ასობით სოფლის ასევე ჩაბარება და ათასობით ადამიანის დევნილობაში გადმოხვეწა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველის პასუხისმგებლობაა, ხალხი გაიყვანოს სამშვიდობოს.

„ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვების გროვას ცხინვალს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ. კაცი, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია ამ კაცს, თუ არა მოღალატე. როგორ შეიძლება, ამბიცია და სურვილი მას, რა თქმა უნდა, აქვს, რადგან სხვანაირად არ ძალუძს, მისი მთავრი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს და ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს. შეიძლება, ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს და ბევრი რამ არ მოსწონდეს. ბევრი რამ მეც არ მომწონს, თქვენც არ მოგწონთ, ყველას გვაქვს კრიტიკული აზრი, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა, მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით.

ოპონენტები ხშირად ცინიკურად გვახსენებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქვეყანა, თითქოს ყველაფერი აწყობილი იყო, ქარხნები, ფაბრიკები, თითქოს აშენებული იყო და ჩვენ მოვედით და დავანგრიეთ. მათი ოჯახის, მათ შორის ბევრის შემთხვევაში და მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ხალხმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, ქონება, სახლ-კარი, ყველაფერი, დაინგრა, მოისპო საათივით აწყობილი სისტემა. ამას, რა თქმა უნდა, შენარჩუნება სჭირდებოდა, მშვიდად, მტკიცედ და გონივრულად. ეს ვერ შევძელით ჩვენ, ეს შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სხვებმა, სადაც პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კეთილგონიერება აღმოაჩნდათ. ხალხი ირჩევს ლიდერს და მმართველს, მმართველის პასუხისმგებლობა არის ის, რომ ხალხი გაიყვანოს სამშვიდობოს, მოსახლეობას არ ეძლევა პირდაპირი მმართველობის ბერკეტები და საშუალება, რომ თავად მართოს, ამიტომ, მმართველზე და ხელისუფლებაზე არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომ სწორად მართოს ქვეყანა, სწორი გზით წაიყვანოს სიტუაცია ზოგადად, ქვეყნის განვითარება და რაც მთავარია, ხელისუფალის ერთ-ერთი პირველი, უპირველესი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის საკუთარი ტერიტორიების დაცვა, საკუთარი ხალხის დაცვა მომხდური მტრისგან. როცა ამას ვერ ახერხებს ხელისუფლება და როცა თავისი უგუნურებით და გაუთვლელობით თავიდან ვერ არიდებს ამ უმძიმეს პროვოკაციას, ამ ადამიანს არ აქვს უბრალოდ არც მორალური და არც არანაირი უფლება, რომ არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იფიქროს და ილაპარაკოს, არამედ მას და მის გუნდს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკაში დარჩეს. აი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ. აი ასეთი კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, რომ არავის აღარასოდეს აღარ მივცეთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის უფლება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 11 / 28 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 26 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 29 °C
img
ახმეტა 14 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.