ლოიდ ოსტინი-მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს გუშინდელი შეხვედრებისთვის
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს გუშინდელი
შეხვედრებისთვის, სადაც უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა განვიხილეთ
და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება
მოხდა- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი
ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
“ვაჯამებ ძალიან კარგ ვიზიტს თბილისში და გუშინდელი შეხვედრებისთვის
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომლებთანაც განვიხილეთ
უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა და მოხდა აშშ – საქართველოს
სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება”,- წერს ლოიდ
ოსტინი.
[R]
მასალის გამოყენების პირობები