რეკლამა
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.



სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 21-მა გუნდმა, რომელმაც 12 კვირის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. გუნდებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომელიც გაემგზავრა ტალინში და გაიარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.
დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

• Helio.AI - რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
• KidNest - საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
• Gakvetilo.ge - არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
• Bitpulse - კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
• TourTour - სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
• Wenroll - მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
• Connect. - მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
• Wisp - წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
• Roommate Georgia - ხელმისაწვდომი ბინები სტუდენტებისთვის, უზრუნველი გაქირავება ბინის მეპატრონეებისთვის.


სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე“ - აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

„თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს“, - ანკა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, სტარტაპერი, Startup Wise Guys.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: preacceleration.com

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები TBC / ბანკი / თიბისი /


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული
მილი“.
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27.05.2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ
ფინანსების მართვის უნარები.
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23.05.2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია.
თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით,
გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ
ხორციელდება.
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22.05.2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 26 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 22 °C
img
სიღნაღი 19 / 26 °C
img
ლაგოდეხი 16 / 23 °C
img
ყვარელი 18 / 26 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.