კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის
ფაქტზე, 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი
ნაწილით დაიწყო.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან
საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6
პირი, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას,
ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა
სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში
მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს
და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
მასალის გამოყენების პირობები