საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული
ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი
ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200 ლარიან
ყალბ კუპიურებს და შემდგომში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების
დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო
ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10
წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები