სამართალი
გურჯაანში ლგბტ თემის წევრის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
17 მაისს სოფელ გურჯაანში ლგბტ თემის წევრს სცემეს. ვალერი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა ქმედება მის იდენტობას უკავშირდებოდეს.
როგორც გვიყვება, ბრალდებული მის მეგობარსაც დაესხა თავს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ძიება სსკ-ის ორი- 126-ე (ძალადობა) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  მუხლით დაიწყო.

დაზარალებულის სტატუსი ვალერის პირველ ივნისს მიანიჭეს, ბრალდებული კი 2 ივნისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

-„სოფელ გურჯაანში სტუმრად ვიყავით. დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა, ქუჩაში ჩხუბისა და ყვირილის ხმა ისმოდა. მასპინძელმა თქვა, მეზობლები კამათობენ, გავალ და დავაწყნარებო. ჩემმა მეგობარმაც გაიხედა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. მე გავედი და ჭიშკრის დაკეტვას ვცდილობდი, თან ჩემი მეგობარიც შემოვიყვანე. ეზოში შემოვარდა ვინმე ლევან ნადაშვილი ე.წ „მონტიროვკით“ ხელში. არაფერი უკითხავს, მოულოდნელად ორჯერ ჩამარტყა თავში და გონება დავკარგე, წავიქეცი, სისხლიანი ვიყავი, მეზობლებს ეგონათ, რომ მოვკვდი. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მასზე წინ მოვიდა კრიმინალური პოლიცია. ვინც თავს დამესხა, აღნიშნავს, რომ ვითომ ქვებს ვესროდი. რა სისულელეა, დამეფიცება, ეზოს გარეთ არც გავსულვარ და იმ ეზოში კიდევ ქვას ვერ იპოვით. ჩვენებაში ამბობს, რომ მუშტი ჩამარტყა, არადა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბლაგვი საგანი მაქვს ორჯერ დარტყმული. იმ მომენტში მის ქმედებას ვერ მივეცი ჰომოფობიური მოტივი. როგორც აღმოჩნდა, საერთო მეგობრები გვყოლია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეიძლება მას სადმე ვყავდე ნანახი და ეს თავდასხმა ჰომოფობიური იყოს. უბრალოდ თვალებში შემომხედა და ჩამარტყა. ასე უმიზეზოდ ხომ არ მოიქცეოდა. “- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

როგორც ვალერი ჩვენთან საუბარში ამბობს, პოლიცია თავდაპირველად არაადეკვატურად მოქმედებდა, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში დარეკა.

-“თავხედურად იქცეოდნენ, მეუბნებოდნენ ნადაშვილი კარგი პიროვნებაა, თავს არ დაგესხმებოდა, შენ ჩმახავ რაღაცეებსო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი სელფი და ვიდეო გადავიღო არ გინდაო? აგდებულად მელაპარაკებოდნენ. ერთ-ერთს სახელი და გვარი ვკითხე, რაზეც მიპასუხა, მამაჩემის გვარიც ხომ არ გაინტერესებსო? სანამ სახალხო დამცველის აპარატსა და გენინსპექციაში არ დავრეკე ყურადღება არ მომაქციეს. შემდეგ ჩემს საქმეში რომელი გამომძიებელიც ჩაერთო, დავით დანელიშვილი, ძალიან გაწონასწორებული და წესიერი პიროვნებაა, რაც მთავარია, სამართლიანი და მიუკერძოებულია, მასთან პრეტენზია არ გამაჩნია.“

როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ვალერის გენერალური ინსპექციიდან მყისიერად დაუკავშირდნენ, თუმცა მან სამართალდამცველების მისამართით პრეტენზია აღარ გამოთქვა, რაც შესაბამისი ოქმითაც დასტურდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27.03.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21.02.2024
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული
ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პენიტენციური კოდექსი მიიღო.
13:45 / 19.12.2023
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე
ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების და გაუპატიურების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11:27 / 07.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.