speqtri.ge-სთვის გურჯაანში, ნაცემი პოლიციელის საქმეზე ახალი
დეტალები ხდება ცნობილი. ადვოკატ მაია უტიაშვილის ინფორმაციით,
მომხდარზე საქმე სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული.
-"კონფლიქტი მოხდა, როგორც ორ სამოქალაქო პირს შორის, ბრალდებულმა არ
იცოდა, რომ ის სამართალდამცველი იყო. მომხდარის დროს პოლიციელი
სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა."- აღნიშნა მან
speqtri.ge-სთან.
ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული "საზოგადოებრივი მაუწყებლის"
თანამშრომელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ამ დრომდე კომენტარს არ
აკეთებენ. ინფორმაცია პოლიციელის ცემის ფაქტზე
speqtri.ge-მ 13 ივნისს გაავრცელა.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებული არავინ არ არის.
მასალის გამოყენების პირობები