სამართალი
95 უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან დღემდე, 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინეს.


ამოღებული და დალუქულია 20 უკანონო სახერხი დანადგარი. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
უწყების ინფორმაციით, ასეთი საამქრო არ არის დარეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება საამქროში შესული და გადამუშავებული ხე-ტყის ელექტრონული რეგისტრაცია, აღრიცხვა და კონტროლი. ასევე, არარეგისტრირებულ საამქროში ხვდება და გადამუშავდება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს არც წარმოშობის დამადასტურებელი და არც ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტი.

სირთულეს წარმოადგენს უკანონო სახერხი საამქროების ადგილმდებარეობის დადგენაც, ვინაიდან, როგორც წესი, ისინი მოწყობილი აქვთ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულ ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 4 ნაწილით (ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით).


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ველისციხის ეპიზოდთან
დაკავშირებით,
დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა.
18:34 / 22.01.2019
ქალაქ თელავში, საპატრულო პოლიციის თანაშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან თავის დას ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა.
ქალაქ თელავში, საპატრულო პოლიციის თანაშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან თავის დას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
10:55 / 19.01.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს,
ნარჩენებისმართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს, ნარჩენებისმართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.
11:27 / 18.01.2019
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ
ველისციხის ინცინდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანი სამართალდამრღვევად
სცნო და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ველისციხის ინცინდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანი სამართალდამრღვევად სცნო და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
15:37 / 16.01.2019
გურჯაანის აგრარულ ბაზარში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გურჯაანის აგრარულ ბაზარში დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
16:32 / 14.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.