ექვსი წლის ბავშვზე გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული კაცი 9 თვეში გაათავისუფლეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვზე გარყვნილი
ქმედებისთვის დაკავებული 58 წლის კაცი გაათავისუფლეს. ის პოლიციამ
გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა, სასამართლომ კი აღკვეთი
ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რადგან პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლიდა და 9 თვის ვადაში
განაჩენი არ დადგა, 58 წლის კაცი გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომები
ახლა დისტანციურად მიმდინარეობს.
მის გათავისუფლებას აპროტესტეს ბავშვის ოჯახი. მათი თქმით, არსებობს
უამრავი მტკიცებულება, სადაც არასრულწლოვანზე ნათესავის მიერ
გაუპატიურების მცდელობა იკვეთება. ამიტომ ისინი დამნაშავის დასჯას
კანონის სრული სიმკაცრისთ ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული არასრულწყოვანის პაპის ძმაა.
მასალის გამოყენების პირობები