სამართალი
კახეთი ხე-ტყის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 სამართალდარღვევაგამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.


  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 5,5 კუბური მეტრი წიფლისა და 0,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
  • ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 6 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებულ 31 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
  • მეორე სამართალდამრღვევი კი, 62 ერთეული დაუფირნიშებელი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა.
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ფაუნასა“ და ჭიაურის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული კაკლის, აკაციისა და ჭალის მუხის სახეობის ხე-მცენარეებისგან მიღებული 3 ერთეული მორის, 5 ერთეული კოტრისა და 0,7 კუბური მეტრი აკაციის სახეობის საშეშე-მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.

„5 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო-ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 5- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 - აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1 კი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 2 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. “ - აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, სულ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
იმ საქმის მასალები, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 








 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ
პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც
ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ
სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03.08.2022
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR)
საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235
ლარით დაეხმარება.
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.
16:21 / 27.07.2022
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად
ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ქალი, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“.
13:08 / 26.07.2022
ოთხი მოქალაქე ქართული წარმოშობის ხორბალს რუსულ პროდუქტად ასაღებდა,
რის საფუძველზეც, მათმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ
მიიღეს გარკვეული თანხის დღგ-ს ჩათვლა. 
ოთხი მოქალაქე ქართული წარმოშობის ხორბალს რუსულ პროდუქტად ასაღებდა, რის საფუძველზეც, მათმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს გარკვეული თანხის დღგ-ს ჩათვლა. 
12:36 / 26.07.2022
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03-08-2022
ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. საცხოვრებელ სახლს, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. 
10:30 / 02-08-2022
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.
16:21 / 27-07-2022
ეკონომიკა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
16:39 / 29-07-2022
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება.
17:17 / 28-07-2022
სხვა ამბები
საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.
10:58 / 03-08-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.
13:38 / 01-08-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.
10:22 / 01-08-2022
დღეს, 30 ივლისს, გურჯაანში სპეციალურად კინომოყვარულთათვის "რა? სად? როდის?" ერთდღიანი თემატური თამაში გაიმართა. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას 13 გუნდი იღებდა. თამაში 25 კითხვისგან შედგებოდა.
21:09 / 30-07-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 32 °C
img
საგარეჯო 21 / 30 °C
img
დ.წყარო 19 / 26 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 19 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 32 °C
img
თელავი 21 / 30 °C
img
ახმეტა 20 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.