ველისციხეში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავეს [Video]
15:56 / 04.07.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ.
დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებაში 2 პირის მიმართ ჩადენილი
განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს -
1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს,
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე
დააკავეს.“ - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
109-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა
მკვლელობის მიზეზი.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან
კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ
ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1942 წელს დაბადებული ა.ღ.
დააკავეს.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან
კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში,
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა,
რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის,
დაკარგულია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის
გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის
- 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები
დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები
გადაეცათ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან
შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში
მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის
დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე
ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები