სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოიღეს.


„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ყვარლის რაიონში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი.

ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.“ - განაცხადა ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის ლევან ქუთათელაძემ.

მისივე თქმით, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş