საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, 40 წლამდე ასაკის კაცმა
ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან
რამდენჯერმე ესროლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები,
შემდეგ კი- მის მეუღლეს.
როგორც ირკვევა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი
ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული, სადაც
გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ
ექსპერტ- კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109
მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სავარაუდო დამნაშავე, ამ დროისთვის, მიმალვაშია და პოლიცია ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები