ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში, ერთმანეთს სატვირთო
ავტომანქანა და მოტორელე შეეჯახა.ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები
მიიღო 58 წლის მამაკაცმა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში
გადაიყვანა.მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა,რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს,რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
მასალის გამოყენების პირობები