საზოგადოება
ეთნიკური აზერბაიჯანელები გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში გადასვლას ითხოვენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მოსახლეობა ითხოვს, რომ იორმუღანლოს თემი გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში გადავიდეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პროცედურებია საჭირო. ამჟამად, იორმუღანლოს თემის სოფლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. 1945 წლამდე კი კაჭრეთის რაიონს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში კაჭრეთი რაიონული ცენტრი იყო, რომელიც შემდეგ სოფლებს აერთიანებდა: კაჭრეთი, მელაანი, არაშენდა, ჯიმითი, მახარაძე, შიბლიანი, ყანდაურა, ბოგდანოვკა, იორმუღანლო, დუზაგრამა, კაკაბეთი და ლამბალო. 1959 წელს კაჭრეთის რაიონი გაუქმდა და გურჯაანს შეუერთდა. როგორც "speqtri.ge“-ს სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლებმა უთხრეს, მათ კვლავ გურჯაანის მუნიციპალიტეტთან გაერთიანება სურთ. - „საგარეჯო არ გვინდა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. გზა დანგრეულია, არც წყალი გვაქვს. რაც აქამდე გვქონდა, ისიც „სოკარმა“ გააკეთა, მაგრამ აღარ მოდის. არჩევნების დროს გვპირდებიან, ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ მერე ჩვენ აღარავის ვაგონდებით. გადმოცემით ვიცით, რომ როცა კაჭრეთის რაიონთან ვიყავით, კარგად ვცხოვრობდით. “- გვითხრა ომარ ომაროვმა. აღნიშნულ მოთხოვნას სხვებიც უერთდებიან. „ადრე გურჯაანის რაიონი ყოფილა და როგორც მამა-პაპისგან ვიცით, კარგადაც ვცხოვრობდით. წყალი არ გვაქვს, არც გაზი, გზა სულ დანგრეულია, პატრონი არ გვყავს. ეხლაც იქ გვინდა გადასვლა, იქნებ გვეშველოს რამე. “- ამბობს მამედ ხალილოვი. ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანელების აზრი არაერთგვაროვანია. „საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი ნებას დართავენ, იყვნენ გურჯაანის შემადგენლობაში. მე მხარს ვუჭერ მათ სურვილს,“- განუცხადა "speqtri.ge“-ს ფირუზ ბაკაშვილმა. განსხვავებულად ფიქრობს ალექსანდრე ცისკარაშვილი. „რა საჭიროა ეს ცვლილება, ვერ ვხვდები, იყვნენ ისე, როგორც არიან.“ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა იმ პროცედურებს გვიხსნის, რაც აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. „მათ განცხადებით უნდა მიმართონ მთავრობას. უწყება დაიწყებს პროცესს, უნდა მოელაპარაკოს საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს. თუ საკითხი ორივე მხარისთვის მისაღებია, დაიწყება ადმინისტრაციული რუკის შექმნა. შემდეგ უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები გურჯაანშიც და მოხდეს მოსახლეობის რეკომენდაციის გათვალისწინება. ამის შემდეგ საგარეჯოს საკრებულო უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის გაცემას და გურჯაანის საკრებულო კი _ მიღებას. მთელი პაკეტი უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს. თვითმმართველი ერთეული საზღვრის ცვლილება პარლამენტის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მათი დადგენილებით უნდა მოხდეს ტერიტორიის გადაცემა.“ საკითხის გარკვევას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც შევეცადეთ. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტების საკრებულოსთან და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, ან მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ( მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით.“ ამის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის ( მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. „შუამდგომლობას უნდა დაერთოს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება, მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; მუნიციპალიტეტის საკრებულოები უფლებამოსილები არიან შესაბამის სამთავრობო კომისიას მიმართონ ერთობლივი შუამდგომლობით. ერთობლივ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია,“ - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. საბოლოო გადაწყვეტილება კი საზღვრის ცვლილების შესახებ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე უნდა მიიღოს. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 7 / 13 °C
img
სიღნაღი 11 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 11 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 14 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.