გერმანელმა მეცნიერებმა ფრანკ ვალტერმა და ბერნარდ ჰაუსდორფმა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ნიჟარიანი ლოკოკინების
Leiostyla გვარის ახალი სახეობა
L. beatae აღმოაჩინეს.
Leiostyla გვარი ნეოგენურ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული
ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. დღეისათვის კავკასიის ეკორეგიონი და
მაკრონეზიის კუნძულები ითვლება
Leiostyla გვარის რეფუგიუმად, სადაც დღეისათვის ეს გვარი დიდი
მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.
ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
ბიომრავალფეროვნებას და მნიშვნელობას. ასევე ადასტურებ იმ ფაქტს რომ
ამ ტერიტორიებზე არახელსაყრელ გეოლოგიურ
პერიოდებში (მაგალითად გამყინვარება) მრავალი სახეობა და
ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა და დღესდღეობით ამ მონაკვეთზეა
შემორჩენილი.
აღშანიშნავია რომ მოლუკსების მასალები შეგოვებულია მეცნიერების ბეტა
პოკრიშკოს, რობერტ კამერონის და ლევან მუმლაძის მიერ 2010 წელს.
მასალის გამოყენების პირობები