საზოგადოება
„ნაციონალები“ მთავრობას სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოუყენებლობაში ადანაშაულებენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე" გიორგი ბოტკოველი, კახეთში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს არ იყენებს.

"სტიქიის შედეგად ორი რეგიონი დაზარალდა - შიდა ქართლი და კახეთი. კახეთში დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა. ამ ყველაფრის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გამოაცხადა ის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინეს და მასში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მას შეეძლო 95%-ით შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი. თუმცა, ამ წლებმა დაგვანახა, რომ ამ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის რაოდენობა კი, რაც აქვთ გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ 6 გასროლა მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა."

დღესვე, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ღვინიაშვილი ჩალაუბანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

"მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ისინი 100 %-ით არიან განადგურებული. ეს არ ეხება მხოლოდ გურჯაანის რაიონს, ეს ეხება სხვა რაიონებსაც. ხელისუფლება იმ დაპირებით მოვიდა, რომ გლეხკაცს არაფერი გაუჭირდებოდა. ადამიანს ვერ ნახავთ, რომელსაც არ აქვს შარშანდელი სამარცხვინო რთვლის გამო ბანკის ვალი. ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას, სასწრაფოდ ამოუდგნენ ხალხს მხარში და მისცენ კომპენსაცია.
რაც შეეხება სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურს, სახელმწიფომ ამაში მილიონები ჩადო. ხალხში არის ინფორმაცია, რომ ისინი სპეციალურად ითრევენ ფეხს, რომ რაც შეიძლება მეტი მოსავალი განადგურდეს და ნაკლები თავსატეხი ჰქონდეთ შემოდგომაზე“-აღნიშნა მან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების
ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც
ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის
შემუშავებაში დაეხმარებიან.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება, რომლებიც ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.
16:18 / 18.09.2019
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ
ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე
მეტი მონაწილე ეყოლება.
წელს 12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალს 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.
15:02 / 18.09.2019
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ
დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს,
მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
წუხელ მოსულმა სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. წინასწარი მონაცემებით ზარალი მიადგა სოფლებს: ველისციხეს, მუკუზანს, ახაშენსა და ვაზისუბანს.
09:30 / 18.09.2019
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის
საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.
16:23 / 17.09.2019
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის
მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ,
ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები. ამიტომ, როდესაც სახლისთვის ყვავილს ვარჩევთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
14:39 / 13.09.2019
სხვა ამბები
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
16:55 / 18-09-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
11:25 / 16-09-2019
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
11:24 / 16-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
01:25 / 14-09-2019
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.