26 ივნისს ლაგოდეხში "რანის" სტადიონზე, ლაგოდეხის ახალგაზრდობის
საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ინიციატივით ფერების
ფესტივალი ჩატარდება.
პირველი 200 დარეგისტრირებული ადამიანი საჩუქრად ფერებს და სენდვიჩ
ვაუჩერს (ყავა-ჩაი და სენდვიჩი) მიიღებს, ხოლო ვინც ვერ
დარეგისტრირდა, ღონისძიების მსვლელობის დროს შესაძლებლობა მიეცემა
ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში და ასე მოიგოს ფერები.
ფერების ფეტივალზე წარმოდგენილი იქნება: სხვადასხვა ნიჭიერი
ადამიანების გამოფენა, ბავშვებისთვის სახეზე მოხატვა, ფრენბურთი,
ბაგირის დაძლევა, ბადმინტონი „ბამბიქტონი“ რგოლების მიზანში სროლა და
სხვა ძალიან ბევრი გასართობი თამაში.
ღონისძიებას გაალამაზებენ „პარკურის“ მიმდევარი ადგილობრივი
ახალგაზრდა ბიჭები. საღამოს, ფერების გაშვების შემდეგ დაუკრავს
მოწვეული დიჯეი.
მასალის გამოყენების პირობები