საზოგადოება
„41“, „ბიძო“ - წარწერები პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისებზე
დღეს დილით გურჯაანში პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს ოფისის ფასადზე დახვდათ წარწერები - „41“ და „ბიძო“.

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხაზიური ვანდალურ ფაქტში ორ პარტიას: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
„დაგვხვდა წარწერები „ქართული ოცნების“ ფერით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ორი ძირითადი ძალა გვებრძვის - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ყელში ვეჩხირებით მათ და ისტერიულად გვებრძვიან. აუცილებლად დავწერთ საჩივარს. მინდა, მივმართო რეგიონულ საგამოძიებო ორგანოებს სასწრაფოდ მოხდეს ობიექტური გამოძიება, რისი იმედიც ნაკლებად გვაქვს. არჩევნებისთვის ყველას თავის პასუხს გავცემთ და ხალხი დაინახავს ვინ ვინ არის. შესაბამისად, მოსახლეობა პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც.“ - აღნიშნა მან.

ბრალდებას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს გურჯაანში „ქართული ოცნების “ შტაბის შეხვედრების კოორდინატორი კოტე ბერიძიშვილი.
„ბურჭულაძესთან და ხაზიურთან საბრძოლველი არაფერი გვაქვს. უკვე ხვდებიან რა უფსკრულშიც აღმოჩნდნენ და პატარ-პატარა პროვოკაციებით ცდილობენ ნულზე დაცემული რეიტინგი ცოტათი მაინც ამოწიონ. ვის აქვს იმის დრო, რომ, მათ საღებავებით სდიოთ. თუ ვინმეს სჯერა, ეს არ ვიცი. მაგრამ არ მგონია ასეთმა პროვოკაციამ უშველოთ.“

ფაქტს გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრი ნიკა ნიჟარაძეც.
„რა თქმა უნდა, დასაგმობია ის ფაქტი, რომ ოპიზიციურად განწყობილი პარტიის ოფისი შეღებეს, ამ გზით პარტიის წევრებსა თუ ამომრჩევლებზე მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ეს არის ოპოზიციურად განწყობილი პარტიების არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩაყენება. ამ შემთხვევაში ერთადერთი, ვინც შეიძლება დამნაშავე იყოს, არის ყოველთვის ხელისუფლება. ამჯერადაც ასე იქნება. ჩვენ მივესალმებით ყველა პროდასავლური ძალის გაძლიერებას, მათ შორის როგორიც არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. რაც შეხება ჩვენზე წამოსულ ბრალდებებს, კატეგორიულად უარვყოფთ. თუ ხაზიური ფიქრობს, რომ ამაში შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ერიოს, ეს ადამიანი პოლიტიკურად სრულიად გაუთვითცნობიერებელი და გაუნათლებელი ყოფილა.“

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს, ანალოგიურად დღეს დილით ოფისზე წარწერები კიდევ ორ რაიონში - ლაგოდეხსა და წნორში დახვდათ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ“
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში - „გაიცანი ევროპა
და განავითარე შენი რაიონი, ქალაქი“ - ახალგაზრდებთან შეხვედრა
გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ“ გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, პროექტის ფარგლებში - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი, ქალაქი“ - ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
18:00 / 16.10.2019
18 ოქტომბერს,დედოფლისწყაროში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის
კლინიკა ,,ოფთალმიჯი“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.
18 ოქტომბერს,დედოფლისწყაროში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი“ მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.
14:00 / 16.10.2019
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით,
12 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა, შესაძლოა აიკრძალოს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 12 წლამდე ბავშვის სავარძლის გარეშე მგზავრობა, შესაძლოა აიკრძალოს.
13:45 / 16.10.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს რეგიონულ
და მთის გზის პროექტებზე მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წელს რეგიონულ და მთის გზის პროექტებზე მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება.
12:34 / 16.10.2019
ხვალ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი
როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობასთან საინფორმაციო
შეხვედრას გამართავს. ღონისძიება საქართველოში ნატოს დღეების
ფარგლებში ტარდება.
ხვალ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი როსარია პუგლისი თელავსა და ლაგოდეხში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ღონისძიება საქართველოში ნატოს დღეების ფარგლებში ტარდება.
17:04 / 15.10.2019
სხვა ამბები
12-13 ოქტომბერს თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ, ათი წლის მაგდა ღამბაშიძემ საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
16:36 / 15-10-2019
დღეიდან ექთნის შტატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთჯგუფიან საბავშვო ბაგა-ბაღებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ასეთი სულ 14 ბაღია.
14:26 / 15-10-2019
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
USD
USD
1
2.9663
GBP
GBP
1
3.7788
TRY
TRY
1
0.5028
RUB
RUB
100
4.6123
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 11 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 11 / 26 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 11 / 24 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.