დედოფლისწყაროს და ახმეტის მუნიციპალიტეტებს პროფილაქტიკური
სამუშაოების გამო ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.
13 სექტემბერს, 11:00-დან 16:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ქედს, ქვემო
ქედს, არხილოსკალოს, სამთაწყაროსა და ელდარს.
ასევე 13 სექტემბერს 08:00-დან 15:00-მდე, 14 სექტემბერს 08:00-დან
15:00-მდე, 15 სექტემბერს 08:00-დან 15:00-მდე, 16 სექტემბერს
08:00-დან 15:00-მდე, 17 სექტემბერს 08:00-დან 15:00-მდე,
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ახმეტის: ყაზბეგის,
წერეთლის, შატილისა და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს. ელექტროენერგიის
მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები