ახალ სასწავლო წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი და
მეოთხე საბავშვო ბაგა - ბაღი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, სასწავლო პროცესი ამ ორ
ბაღში ოქტომბრის ბოლომდე განახლდება.
„გარდა განახლებული ინფრასტრუქტურისა, ჩვენ შევიძინეთ ლოგინის
აქსესუარები, ლეიბები და პლედები. ასევე შევძელით ისიც, რომ მეორადი
მასალით, რომელიც თვითონ ამ ბაღებს ეკუთვნის, გაგვეკეთებინა
ბავშვებისთვის საკმარისი მაგიდები და სკამები. ეს ყველაფერი სუფთა
ნატურალური ხისგან დამზადდა და ყველა ჯგუფს გადაუნაწილდება. იქიდან
გამომდინარე, რომ ორივე ბაღი გურჯაანის ცენტრში მდებარეობს, ჯგუფები
გადატვირთულია, ამიტომ პირველ ბაღში გაკეთდა მიშენება ორი სააღმზრდელო
ჯგუფისთვის. სავარაუდოდ, ჯგუფების დამატება მესამე ბაღშიც მოგვიწევს,
რადგან ბავშვების დიდი კონტინგენტია.“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მეორადი მასალით დამზადებული ათი მაგიდა და ოცი სკამი,
ქალაქის მეორე და მესამე ბაღსაც გადაეცა. მომავალში ინვენტარის
დამზადებას სხვა ბაღებისთვისაც გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები