საზოგადოება
როდის გაიხსნება ხარვეზებით რეაბილიტირებული ბაღი გურჯაანში
გურჯაანის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაღში დაზიანებულია წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემები, გაუმართავია საწვეთური, რის გამოც რამდენიმე ადგილას კედელზე წყალი ჩამოდის.


თუმცა ამ ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უარყოფენ და ამბობენ, რომ პრობლემები ამ დროისთვის არ არსებობს.
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის გიორგი ამისულაშვილის თქმით, ძირითადი პროცესი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას ხელს არ უშლის.
„ ისეთი არაფერი პრობლემა არ არის, რომ ბავშვების მიღებას ხელი შეუშალოს. პატარ-პატარა რაღაცეებს ვასწორებთ. კაფელებს შორის შოვებია დასამუშავებელი, კედელზე გაკეთებულია საცრემლეები, რომელმაც დიდ წვიმას ვერ გაუძლო. ამისთვის უკვე გამზადებულია თუნუქი და შეიცვლება. სხვა ისეთი არაფერია.“-აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის განმარტებით, ბაღი ფაქტობრივად დამთავრებულია და უახლოეს დღეებში გაიხსნება.
„ხდება ის, რაც ჩვეულებრივ სამშენებლო პროცესს ახლავს თან. მშენებლები დროში ვერ ეტევიან ან ისე ვერ აკეთებენ საქმეს, როგორც საჭიროა. ჩვენ ჩვენი შეხედულებები და მოთხოვნები გვაქვს. არის ხარვეზები, რისი გამოსწორებაც მიმდინარეობს. წესით 23 სექტემბრამდე ჰქონდათ ვადა და ვერ ჩაეტივნენ, ამიტომ იხდიან ჯარიმებს. ძალიან ვწუხვარ, აქამდე რომ გაგრძელდა ეს პროცესი. ხარვეზები გამოსწორდება ორ დღეში და გაიხსნება- მესამე დღეს, თუ გამოსწორდება ამ კვირაში გაიხსნება -ორშაბათს. დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო მშობლებს, რომ არაკომფორტული სიტუაცია შეექმნათ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება“.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის თქმით, ბაღის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
„ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში მიმდინარეობს კაპიტალური რემონტი. დღეის მდგომარეობით არ არის დამთავრებული სამუშაოები. აქედან გამომდინარე ბაღი ვერც ამ კვირაში გაიხსნება. კონკრეტულად როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ამას ვერ დავაზუსტებ.“
ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „არტიფექსი“ ასრულებდა. ხელშეკრულება 310 ათას ლარზე იყო გაფორმებული და სამუშაოები 23 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული კომპანია ვადაში ვერ ჩაეტია და შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია დაეკისრა. მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ერთი პროცენტი ერიცხება.
გამგეობის კომისიამ კომპანიის მუშაობაში ხარვეზები ჯერ კიდევ გასულ კვირას აღმოაჩინა, რის გამოც, ეზოში ახლადდაგებული ფილები აყარეს და ხელახლა დააგეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე
დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00
ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
გურჯაანის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები უკვე დადგენილია. ავტობუსებით ტრანსპორტირების სტანდარტულ ღირებულებად 1.00 ლარი, ხოლო საშეღავათო ღირებულებად 50 თეთრი განისაზღვრა.
16:03 / 02.05.2024
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება
მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს
ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დამატებითი კითხვები: როგორი იქნება მოძრაობის მარშრუტი, საათები, გადახდის მექანიზმი, ანუ, რამდენხანს ექნება ვადა ერთხელ აღებულ ქვითარს და ა.შ.
12:12 / 02.05.2024
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია)
მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის
მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
დღეს, 1 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით (M3 კატეგორია) მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის, ასევე, მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ ისაუბრეს.
13:34 / 01.05.2024
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”
ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა
მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი “სექსისტური გზავნილები და ქალთა მიმართ ძალადობა სოციალურ მედიაში”
17:05 / 25.04.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 29 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 15 / 28 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 17 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 29 °C
img
თელავი 18 / 29 °C
img
ახმეტა 17 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.