14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე საპატიმრო დაწესებულება აშენდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის კახა
კახიშვილის განცხადებით, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის
ცალკე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდება.
ამის შესახებ მან პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ
სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
-"გვაქვს გრანდიოზული გეგმები იწყება უპრეცედენტო პროექტი,
14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება.
ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი
პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ.
ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან
21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული
პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში
საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის
ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ”, – განაცხადა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა.
მისვე ინფორმაციით, 203 მსჯავრდებული საშიშროების მაღალი რისკის
მქონეა, 3 265 - საშიშროების საშუალო რისკის, 158 – საშიშროების
დაბალი რისკის, ხოლო 13 – საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა.
მასალის გამოყენების პირობები